სერვისული მომსახურება
საათებისთვის DAURI Service-ში

გავაერთიანეთ მრავალწლიანი გამოცდილების მქონე საუკეთესო საათების ოსტატები, რათა გამორჩეული მომსახურება და სრულყოფილების გარანტია შემოგთავაზოთ.

მოვლისა და შეკეთების მომსახურება

DAURI CLUB-ის გამოცდილი საათების ოსტატები ან ბუტიკის მიერ ავტორიზებული ოსტატები შეადგენენ თქვენი საათის გამართული მუშაობისთვის საჭირო მომსახურებისა და შეკეთების ხარჯთაღრიცხვას.

ყოველი სამუშაოს შემდეგ საათი სრულად იწმინდება და საფუძვლიანად მოწმდება, რათა მომსახურება ჩვენს ხარისხის სტანდარტებს შეესაბამებოდეს.

ბატარეის შეცვლა

ინდივიდუალური მომსახურება, რომელიც მოიცავს ბატარეის შეცვლას, გაწმენდასა და საათის საფუძვლიან შემოწმებას.

ტექნიკური მომსახურება

მომსახურება საათის გამართული მუშაობის შესანარჩუნებლად.

სრული დიაგნოსტიკა და შეკეთება

კომპლექსური მომსახურება მექანიზმის გამართული მუშაობისა და საათის ხანგრძლივი გამოყენებისთვის.

პოლირება

მომსახურება თქვენი საათის ბზინვარების აღსადგენად.

სამაჯურის მომსახურება

საათის სამაჯურის მომსახურება და რეგულირება.

ექსპრესმომსახურება ბუტიკში

DAURI CLUB-ის შერჩეულ ბუტიკებში ჩვენი ექსპერტი ან ჩვენ მიერ ავტორიზებული საათების ოსტატები ექსპრესმომსახურებას გთავაზობენ, მათ შორის განმაგნიტებასა და წყალგამძლეობის შემოწმებას.

სამაჯურის ზომაზე მორგება

თქვენი ნივთის სასურველ ზომაზე მორგება.

დროის დაყენება

თქვენს საათზე დროს DAURI CLUB-ის კონსულტანტი აყენებს.

საათის განმაგნიტება

მაგნიტური ველების უარყოფითი გავლენის განეიტრალება საათის სვლის სიზუსტის გაუარესების შემთხვევაში.

წყალგამძლეობის შემოწმება

მტვრისა და წყლისგან დაცვა თქვენი საათის საუკეთესო მდგომარეობაში შესანარჩუნებლად.

გარანტია
და ავთენტურობა

ჩვენი საგარანტიო პროგრამა საათზე ზრუნვასა და მის ხანგრძლივ შენარჩუნებაში გეხმარებათ.

გაიგეთ მეტი

რას ფარავს გარანტია

DAURI CLUB-ის საკუთარი ან ავტორიზებული სახელოსნოს გარეთ ჩატარებულმა მომსახურებამ ან შეკეთებამ შესაძლოა საათის სერიოზული დაზიანება გამოიწვიოს, რასაც საერთაშორისო გარანტია არ ფარავს. იგივე ეხება შეცვლილ დეტალებს, რომლებიც DAURI CLUB-ის კრიტერიუმებს არ შეესაბამება.

საგარანტიო პერიოდში ნებისმიერი ჩარევისა თუ სამუშაოსთვის აუცილებელია თითოეულ ნივთზე სათანადოდ შევსებული DAURI CLUB-ის საგარანტიო ბარათის წარდგენა.

შემოგვთავაზეთ სტატიის თემა
თემა
ინფორმაცია